ადმინისტრატორი
 

წაიკითხე და გაეცანი ჩვენს დასს...

Add to Favorites Send me an e-mail
  What is new?
  About me
  Photos
  File archive
  Blog
  Forum
  Pages
  Links
  Chat
  Counter
  Friends
  Tags
  Polls

Interesting websites

Subscription
E-mail: 

Visitors

Calendar
<
May 2012
>
MTWTFSS
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

Top commentators
armia
Comments: 10
toka13 თორნიკე ბუხრაშვილი
Comments: 9
cetebi ადმინისტრატორი
Comments: 7
butqu butqu butqu
Comments: 3
kakhabera kaxa shartava
Comments: 3

Other sites
virusx Irakli charxalashvili
raygun Alexei Kireev
anaya anaya wahdy
elrashandy I BR A H I M O W D A
iskandrany ashraf mohamed

Most commented entries

Back to homeადმინისტრატორი / Pages / General / არტო და ცეტები!

არტო და ცეტები!

0.00 (0)

Bold text

Headline text

ცეტები ერთი შეხედვით უბრალო თეატრალური სტუდიაა,რომელიც არტოს ბაღში მდებარეობს. მაგრამ იმ ბავშვებისთვის რომლებიც იქ დადიან ნამდვილად არ არის უბრალო სტუდია. იგი მათთვის ყველაფერია. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ბავშვებს ეს სტუდია საკუთარი სახლივით უყვართ. (თუ მეტად არა.) ”ცეტებში” მარტო ხელოვნებას როდი ეუფლებიან, აქ სხვა უამრავ რამეს სწავლობენ. ხოლო თუ ბავშვი პატარაობიდან ”ცეტებში” დადიოდა მერწმუნეთ ის ნამდვილი ქართველი გაიზრდება. ცეტებს უკვე 10 წელი შეუსრულდა და აქ უკვე უამრავი ბავშვი აღიზარდა. ბევრმა თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. ბევრმა ვერა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. თუ რამდენიმე თვე მაინც გივლია იქ, მიხვდები რომ ცეტებში სიარულისთვის სულაც არ არის საჭირო, შენი მიზანი იყოს, გახდე მსახიობი. აქ ხომ ზრდილობას, უფროსის პატივისცემას გასწავლიან. აქ სიარულის შემდეგ გრძნობ რომ არანაირი კომპლექსი აღარ გაწუხებს. სხვა თუ არაფერი სცენაზე დგომის გამოცდილებას იღებ. ყველა კი ვერ დაიკვეხნის თუმანიშვილის სცენაზე თამაშით. ”ცეტების” მთავარირეჟისორი ბატონი გიორგი სიხარულიძეა.ხოლო მისი თანაშემწებატონი კოტე გახლდათ მაგრამ მან ცხოვრების გზა შეიცვალა და მღვდლად ეკურთხა. ბავშვებს ძალიან დაწყდათ გული მისი წასვლის გამო. ყველასთვის საყვარელი ბატონი კოტე, ახლა მამა კონსტანტინეა და სხვათაშორის რამდენიმე ”ცეტის” პირადი მოძღვარიც. პირადითქო იმიტომ ვთქვი რომ იგი სხვებისთვისაც არ იშურებს დარიგებებს. მის მაგივრად ახლა ”ცეტებში” ბატონი ვანოა. ცვლილებების თეატრის მსახიობი, ყოფილი ცეტი. ძველ ცეტებს იმდენად უყვართ არტოს ბაღი რომ ხშირად შეივლიან და დახედავენ ხოლმე საყვარელ ადგილს. შეუძლებელია არ გიყვარდეს არტოს ბაღი, ის პატარა ოთახი რომელთანაც უამრავი მოგონება გაკავშირებს, ის წყალი რომელიც ბაღში მოდის და გინდა თუ არა რაღაც იდუმალი ძალა გაიძულებს ყოველ მისვლაზე დალიო. თითქოს სხვანაირი გემოც აქვს... რაც შეეხება ”ცეტების” შემოქმედებას რა მოთვლის მის სპექტაკლებს. ”ცოდვის მატარებელი”, ”ბოლო ზარი”,”მამულის შვილნო ქართველნო”, ”უკანასკნელი გაკვეთილი”, ”ქვეყანა სადაც არ უყვართ და არ იცინიან”, ”გასეირნება”, ”რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით”, ”საქართველო ლამაზო”, ”მუცელა”, ”სახურავის მტრედები”. მათ სპექტაკლების გარდა უამრავი ლიტერატურული საღამო აქვთ მოწყობილი. ასევე კარნავალები, რომლებსაც ბავშვები რეჟისორების გარეშე აწყობენ, ჯგუფურად იყოფიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან. გამარჯვებული ჯგუფიდან კი ეგრედწოდებული ჟიური წლის ცეტს ირჩევს. მოკლედ ცეტებში ნამდვილად არ მოიწყენ. განსაკუთრებით ზაფხულობით. მაშინ როცა ცეტები დასასვენებლად ქობულეთში მიდიან. ყველა ვინც მათთან ერთად მიდის დასასვენებლად, სექტემბრიდან ისიც არტოს ბაღში ერთი ”უბრალო სტუდია რომ არის” უმალ მისი სრულუფლებიანი წევრი ხდება. არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი, ცეტებმა ქობულეთში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ ისინი მართლაც ცეტები არიან, და სხვათაშორის ბავშვებს არც, ერთი შეხედვით სერიოზული, ბრაზიანი, და მკაცრი რეჟისორები ჩამოუვარდებოდნენ. იქ ყველა თანასწორუფლებიანი იყო. ბავშვებიც და პედაგოგებიც. დამიჯერეთ, ცეტებთან ერთად სუფრასთან ქეიფსაც არაფერი ჯობს!!!


მოკლედ თავად განსაჯეთ, მე მხოლოდ მცირედ გადმოგეცით ცეტების შესახებ. და გაითვალისწინეთ რომ ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის რაც იქ ხდება. თუ დაგაინტერესათ ცეტებმა მობრძანდით არტოს ბაღში, იკითხეთ ცეტები, (ყველა მოგასწავლით) და მერე როცა ჩვენი ერთ-ერთი წევრი გახდებით თქვენც ჩვენსავით შეგიყვარდებათ იქაურობა.

თამუნა ცინცაძე. /სტუდია ”ცეტები”/




Comments: 2 Views: 2988 [History of changes] Size:8462 byte
Last changes are made by: cetebi ადმინისტრატორი 1380 days ago 18.08.2008 23:12:36
Posted byText

Anonymous
2203 days ago 18.05.2006 22:15:02 Quote('149044','88','7','74')">Report spam

cetebs gaumarjos rava xart kargo da jigaro xalxo. pirvel rigshi minda vtqva rom dzaan sakaifo saitia magra gamixarda sagol guram. ise rac magrebi vart cetebi vart. mokled mets agar gavagrdzeleb marto carmatebebs gisurvebt orshabatis premieraze.
g. tavartkiladze


crazy-nati Send a message
:)
1380 days ago 18.08.2008 23:12:36 Quote('149044','2288459','7','472')">Report spam

Dzalian sayvareli Bavshvebi Xart Warmatebebs Gisurvebt

Login Password
advanced... ( / Registration )

Subject

In the text you can use Wiki or HTML tags.





Who is active on the site?
Anonymous: 5, Registered: 0 (?)

Abuse | Hosted by MyLivePage | | Design by Wolf | © Kolobok smiles, Aiwan